„მწვანე ბარათი“ – აშშ-ში თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის გასტროლი გაიმართება

22 დეკემბერს, 20:00 საათზე, აშშ-ში, ფილადელფიაში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის გასტროლი გაიმართება.
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ინფორმაციით, ეს იქნება სპექტაკლი – „მწვანე ბარათი“.
სცენარის ავტორი – ნინო სადღობელაშვილი;  რეჟისორი – გიორგი სიხარულიძე;  მხატვარი – თეო კუხიანიძე
კოსტიუმების მხატვარი – დათუნა სულიკაშვილი.
მონაწილეობენ: ნინელი ჭანკვეტაძე, მზია არაბული, ირინა გიუნაშვილი, გია აბესალაშვილი, გიგა კახიანი, სანდრო სვანიძე.
პიანისტი – ლუკა თოფურია.
„მწვანე ბარათი“ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ერთობლივი მასშტაბური პროექტია. სპექტაკლი ქართველ ემიგრანტთა ცხოვრებას აშშ-ში მცხოვრები ქართველების თავგადასავლის ფონზე აღწერს. პიესა აგებულია რეალური, დოკუმენტური ფაქტების მიხედვით, რომლებიც ემიგრანტთა რთული ყოფის, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის, მონატრების და ადამიანური სისუსტეების სევდიან და მხიარულ ამბებს გვიყვებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები