ვიქტორ ორბანი: ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითაც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება

ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითაც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.

ვიქტორ ორბანის თქმით, დაკავშირებადობა ენერგოკრიზისიდან გამოსავალია.

„გამიჯვნის საპირისპიროდ, დაკავშირებადობა ენერგოკრიზისიდან გამოსავალია. დღეს ხელი მოეწერა ძალიან დიდ შეთანხმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, რუმინეთის პრეზიდენტთან კლაუს იოჰანისთან და ევროკომისიის პრეზიდენტთან ურსულა ფონ დერ ლეიენთან მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტრო გადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითაც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება”,- წერს ვიქტორ ორბანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები