ლევან დავითაშვილი: როგორც თავის დროზე ბაქო- ჯეიჰანის პროექტი იყო, 21-ე საუკუნის სტრატეგიული პროექტი ენერგოდამაკავშირებელი კაბელია, რომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლის, ეს პროექტი რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს როლს შეცვლის

როგორც თავის დროზე ბაქო– ჯეიჰანის პროექტი იყო, 21- საუკუნის სტრატეგიული პროექტი  ენერგოდამაკავშირებელი კაბელიარომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლის, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 ლევან დავითაშვილის თქმითეს პროექტი რეგიონში და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს როლს შეცვლის.

ენერგეტიკის მიმართულებით საქართველო იყო სტაბილური პარტნიორი დასავლეთის ქვეყნებისთვისიგივე ნახშირწყალბადების მიწოდების კუთხითჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტებიროგორიც არის ბაქოჯეიჰანი და მე მინდა ხაზგასმით ვთქვა,  არ არის ხმამაღალი განცხადება აღინიშნოსრომ 21- საუკუნის სტრატეგიული პროექტიროგორც თავის დროზე ბაქოჯეიჰანი იყოარის ენერგოდამაკავშირებელი კაბელირომელიც შავი ზღვის ქვეშ გაივლისასე რომ ვფიქრობ, ეს პროექტი საქართველოს  როლს ზოგადად რეგიონში და  საერთაშორისო  ასპარეზზე შეცვლისეს ერთი და მეორეს მხრივსაქართველოს ენერგეტიკის სექტორს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტორებისთვისიმიტომრომ დაკავშირების შემთხვევაში საქართველოს განახლებადი ენერგიების პროექტები მიმზიდველი გახდება ინვესტორებისთვის და ჩვენ მეტ ინვესტიციას მოვიზიდავთდასაქმებას შევქმნით და რა თქმა უნდამეტი სიკეთე უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისთვის საბოლოო ჯამში.

საქართველოს ორი მიმართულებით გააჩნია დიდი როლიერთი ეს არის ისრომ ჩვენ ჩვენი გენერაციის პროდუქტის პირდაპირი ექსპორტირება მოვახდინოთ ყველაზე მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონემაღალ ფასიან ბაზარზე და შესაბამისადჩვენი სექტორის მიზიდულობა გაიზარდოსპრემიერმინისტრი ამას წინათაც საუბრობდა თუ რამდენად თანამიმდევრულია ზოგადად ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და ამ შემთხვევაში ენერგეტიკული პოლიტიკა.  წლის დასაწყისიდან განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა ავამოქმედეთ და მთელი წელი სექტორთან ვიმუშავეთჩვენ რამდენიმე ათასი მეგავატის სიმძლავრის პროექტები გვაქვს უკვე მხარდაჭერილი აი იმ წინასწარი შეთანხმებით და უშუალოდ 2023 წლიდან ჩვენ დარწმუნებული ვართრომ სახელმწიფოს გარანტიების შედეგადდეველოპერები და ინვესტორები შეძლებენ დაფინანსების მოზიდვას და ეს პროექტებირომლებიც ქაღალდზე გვაქვსრეალურად განხორციელდება და მეორეს მხრივჩვენ რა თქმა უნდაშეგვიძლია დამატებითი ეკონომიკური სიკეთეშემოსავალი მივიღოთ იგივე სატრანზიტო ფუნქციის შესრულებითისევეროგორც ჩვენ სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც ვახორციელებთსაბოლოოდრა თქმა უნდასაქართველო იქნება ელექტრო ენერგიის ნეტო ექსპორტიორიელექტრო ენერგია სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი იქნება იმიტომრომ ეკონომიკების სტრუქტურა იცვლებამსოფლიოს ელექტრიფიკაცია  არის უფრო და უფრო აქტუალური და ასევესაქართველო დააკავშირებს ევროპას კასპიის რეგიონთანრომელიც არა მხოლოდ ტრადიციული ელექტრო პროდუქტების უკვე დამკვიდრებული ექსპორტიორიაარამედ განახლებად ენერგიებშიც აზერბაიჯანსაც საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები