რატი ბრეგაძე: არასოდეს გარიოთ ბავშვები პოლიტიკაში, ეს ფსკერის ფსკერია და სამარცხვინოა
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ანა წითლიძის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„უღირსი საქციელის ჩამდენსაც ღირსეულად უნდა მოექცე, ამიტომ ჩემს მცირეწლოვან შვილებზე ამორალური სიტყვიერი თავდასხმების პასუხად რადიკალური ოპოზიციის წევრების შვილებს ვუსურვებ ყველაფერ საუკეთესოსა და მშვიდობას ყველა სხვა ბავშვთან ერთად.
არასოდეს გარიოთ ბავშვები პოლიტიკაში, ეს ფსკერის ფსკერია და სამარცხვინოა!“, – წერს რატი ბრეგაძე,
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანა წითლიძემ დღეს პარლამენტში განაცხადა, რომ იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის ქმედებებზე პასუხისგება მის შვილებს მოუწევთ.