რატი ბრეგაძე: ანა ნაცვლიშვილი მისი პარლამენტის წევრობის პერიოდში მხოლოდ ერთხელ იყო პენიტენციურ დაწესებულებებში
ანა ნაცვლიშვილი მისი პარლამენტის წევრობის პერიოდში მხოლოდ ერთხელ იყო პენიტენციურ დაწესებულებებში, – ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის მიერ დასმულ კითხვას თავის შემაჯამებელ სიტყვაში.
„რა უნდა ვუპასუხო ქალბატონ ანა ნაცვლიშვილის კითხვაზე პენიტენციური სისტემის შესახებ, როდესაც ის, მისი პარლამენტის წევრობის პერიოდში მხოლოდ ერთხელ იყო პენიტენციურ დაწესებულებებში და ნამდვილად სიურეალისტური შეხედულებები აქვს ამ სისტემაზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მხოლოდ და მხოლოდ წარმოსახვებსა და წარმოდგენებს სერიოზულად ვერ უპასუხებს.