ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეცხრე პაკეტი დაამტკიცა.

ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური იტყობინება.

შეთანხმებული პაკეტი აწესებს ექსპორტის ახალ კონტროლს და ორმაგი დანიშნულების საქონელსა და ტექნოლოგიებზე შეზღუდვებს, აგრეთვე, საქონელსა და ტექნოლოგიებზე, რომლებსაც შეუძლიათ – წვლილი შეიტანონ რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის ტექნოლოგიურ გაუმჯობესებაში, მნიშვნელოვნად გააფართოონ რუსულ სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკაშირებული სუბიექტების სია.

კერძოდ, სანქციები დაწესდება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებულ დამატებით 168 სუბიექტზე.

„ეს უზრუნველყოფს, რომ არ იყოს შესაძლებელი თავისუფალი ვაჭრობა ძირითადი ქიმიკატებით, ნერვული აგენტებით, ღამის ხედვისა და რადიო ნავიგაციის მოწყობილობებით, ელექტრონიკით და IT კომპონენტებით, რომლებიც შესაძლოა, რუსეთის სამხედრო მანქანამ გამოიყენოს“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში.

სანქციების გვერდის ავლის თავიდან ასაცილებლად, სიაში ასევე შედის რუსეთის მიერ კონტროლირებადი ორგანიზაციები, რომლებიც დაფუძნებულია უკანონოდ ანექსირებულ ყირიმში ან სევასტოპოლში.

გარდა ამისა, ევროკავშირი გააფართოებს საავიაციო და კოსმოსურ ინდუსტრიასთან დაკავშირებული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტის აკრძალვას, თვითმფრინავების ძრავებისა და მათი ნაწილების ჩათვლით.

ეს აკრძალვა გავრცელდება როგორც პილოტირებულ, ასევე, უპილოტო საჰაერო ხომალდებზე, ანუ დღეიდან აკრძალულია რუსეთში და ნებისმიერ სხვა მესამე ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატებისთვის​ ძრავების პირდაპირი ექსპორტი.

აღნიშნულია, რომ სანქციების არცერთი ღონისძიება არანაირად არ ეხება სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქტებით, მათ შორის, ხორბლითა და სასუქებით ვაჭრობას.

ევროკავშირი ასევე გაყინავს კიდევ ორი ​​რუსული ბანკის აქტივებს და დაამატებს “რეგიონული განვითარების სრულიად რუსულ ბანკს” იმ სუბიექტების სიაში, რომლებსაც ექვემდებარება ოპერაციების სრული აკრძალვა.

გარდა ამისა, ევროკავშირის საბჭომ წამოიწყო კიდევ ოთხი რუსული მედიასაშუალების: NTV/NTV Mir, “Rossiya 1”, “REN TV” და “პირველი არხის” მაუწყებლობის ლიცენზიების შეჩერების პროცესი.
Write to მარიამ ტიელიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები