რატი ბრეგაძე: სამართალი სახელმწიფოს კულტურის განუყოფელი ნაწილია, ქართველებს შეგვიძლია – ვიამაყოთ ჩვენი სამართლის ისტორიით და გავაცნოთ იგი ფართო საზოგადოებას
„სამართალი სახელმწიფოს კულტურის განუყოფელი ნაწილია, ქართველებს შეგვიძლია – ვიამაყოთ ჩვენი სამართლის ისტორიით და გავაცნოთ იგი ფართო საზოგადოებას. შემეცნების პროცესის ხელშესაწყობად მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები და გავხსნათ სამართლის ისტორიის ჰოლოგრამული მუზეუმი, რაც იქნება ქართული სამართლის ისტორიით დაინტერესებული ადამიანების საყვარელი ადგილი,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში, სამართლის ისტორიის ჰოლოგრამული მუზეუმის შესახებ საუბრისას.
მუზეუმი თბილისი იუსტიციის სახლში განთავსდება და სამართლის ისტორიით დაინტერესებულ საზოგადოებას, თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით წარუდგენს ქართული სამართლის ძეგლებს.
„ჰოლოგრამული მუზეუმი კიდევ უფრო მეტ ადამიანს შეუწყობს ხელს, ქართული სამართლისა და კულტურის უკეთ შესასწავლად.
მუზეუმი თბილისის იუსტიციის სახლში განთავსდება და ნებისმიერი სტუმრისთვის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა იქნება”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.