რატი ბრეგაძე: მოქალაქეთა 97% იუსტიციის სახლში მიღებული მომსახურებით კმაყოფილია

მოქალაქეთა 97% იუსტიციის სახლში მიღებული მომსახურებით კმაყოფილია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ საქართველოს პარლამენტში, მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევაზე საუბრისას განაცხადა.

„მომსახურების ხელმისაწვდომობისა და მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად ჩვენ ვატარებთ დამოუკიდებელ და მიუკერძოებელ კვლევებს იმისათვის, რომ დროულად გვქონდეს ინფორმაცია არსებულ გამოწვევებზე და შემდგომში უკვე მოვახერხოთ მყისიერი და ადეკვატური რეაგირება, კვლევა UNDP-ისა და UK aid-ის ხელშეწყობით, 2020 წლის შემდეგ გახსნილ 14 ფილიალში ჩატარდა. კვლევის მიხედვით, მოქალაქეთა 96% სერვისებს მარტივად ხელმისაწვდომად მიიჩნევს, მოქალაქეთა 97% კი, მიღებული მომსახურებით კმაყოფილია.

მინდა, მადლობა გადავუხადო იმ თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში გასცემენ სერვისებს სახელმწიფოს სახელით და ქმნიან სახელმწიფოს დადებით იმიჯს,”- განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები