უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ქვეყნის დღევანდელ მასირებულ იერიშს ეხმაურება, რომლის დროსაც საცხოვრებელი სახლები და ენერგეტიკის ობიექტები დაზიანდა.
პოდოლიაკმა უკრაინის პარტნიორებს ორი შეკითხვა დაუსვა.
“სურს თუ არა ვინმეს, “მშვიდობიანი დარეგულირება” შემოგვთავაზოს, პუტინისთვის “სახის შენარჩუნების” მიზნით? და შესაძლებელია თუ არა უკრაინისთვის სარაკეტო თავდაცვის სისტემების გადაცემის გაჭიანურება, ესკალაციის თავიდან არიდების მოტივით?”, – წერს პოდოლიაკი.