კრივოი როგში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანია დაშავებული, მათგან 4 ბავშვია
ოკუპანტების მიერ კრივოი როგში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანია დაშავებული, მათგან 4 ბავშვია.
ამის შესახებ ქვეყნის შს მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშჩენკომ დაწერა.
აღნიშნულია, რომ კორპუსში მესამე და მეორე სართულებს შორის ჭერი დაზიანდა.
მაშველები ნანგრევების გაწმენდას აგრძელებენ.