მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ყაზბეგი”, ,,ბათუმის აეროპორტი” და ,,ქუთაისის აეროპორტი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე, კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა ჯამში 134 000 აშშ დოლარი, 45 000 ევრო და 111 328 000 რუსული რუბლი გამოავლინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 48 203 439, 06 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქეები, სანქციის სახით, (თანხის 10%- ის ოდენობა) ჯამში 4 820 343, 906 ლარით დაჯარიმდნენ.