მასიური სარაკეტო იერიშის საფრთხე – უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია
უკრაინის მთელს ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის სისტემები ამუშავდა, ისმის საჰაერო განგაშის ხმა.
მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა დაწერა, რომ ოკუპანტები რაკეტებს სტრატეგიული ავიაციის მეშვეობით უშვებენ.
კიმის თქმით, ის ელოდება, დაახლოებით, 60 რაკეტას.
“დაახლოებით, 60 ცალს ველოდებით. ჩრდილოეთით ნაწილი უკვე არის. ასევე, ვფიქრობ, რომ ჩვენი საჰაერო თავდაცვა 50-ზე მეტს ჩამოაგდებს”, – დაწერა მან.
თავის მხრივ, ჟიტომირის სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ვიტალი ბუნეჩკომ მოსახლეობა მასიური სარაკეტო თავდასხმის საფრთხეზე გააფრთხილა.