“ქართველმა ხალხმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მტერმა საქართველოში შემოსვლა არ გაბედოს”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგება ჩაატარა.
ქადაგებისას უწმინდესმა ქართულ ჯარზე ისაუბრა და კმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელ წირვას ჯარის ნაწილი დაესწრო.
“ყველაფერი იცვლება და ჩვენც ვიცვლებით; უკეთესობისკენ ვიცვლებით. მე მოხარული ვარ, რომ ჯარის ნაწილი იმყოფება აქ. ხალხი უყურებს მათ, როგორც საკუთარ შვილებს, გაუცხოება რაც იყო, აღარ არის. ეს არის ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება, რომ წირვას ესწრება ჯარის ნაწილი”, – აღნიშნა პატრიარქმა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დღეს თავდაცვის სამინისტროსთან თანადგომისა და თანამშრომლობის დოკუმენტს მოეწერება ხელი.
“ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი ხალხი უყურებდეს ჩვენს ჯარს, როგორც საკუთარ შვილებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მშვიდობიანად გრძნობდეს ჯარი თავს და არასოდეს არ იყოს გამოყენებული. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ თუ გინდა მშვიდობა, უნდა შეიარაღდე და ამიტომ ჯარი უნდა იყოლიო. უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მტერმა არ გაბედოს საქართველოში შემოსვლა და გალაშქრება. ჩვენ ვიყავით დიდგორზე და უნდა ითქვას, რომ დიდგორი არ დამთავრებულა. როგორც ადრე ვთქვით, სანამ იქნება დედამიწა, დიდგორი იქნება”, – აღნიშნა პატრიარქმა.
უწმინდესი იმედოვნებს, რომ როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში მშვიდობა დაისადგურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები