ირაკლი ღარიბაშვილი: ალი ასადოვთან შეხვედრაზე რეგიონალური სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ
ალი ასადოვთან შეხვედრაზე რეგიონალური სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები განვიხილეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები.
„საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისიის მე-9 სხდომის ფორმატში ნაყოფიერი შეხვედრა შედგა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერმინისტრთან, ალი ასადოვთან. განვიხილეთ რეგიონალური სტაბილურობის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და ენერგოუსაფრთხოების საკითხები, ისევე, როგორც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
Held productive talks w/🇦🇿 PM Ali Asadov in the frames of the 9th Session of the Joint Intergovernmental Commission on Economic Cooperation. Discussed issues on regional stability, econ co-op, energy security & the prospects of further strengthening 🇬🇪-🇦🇿 strategic partnership. pic.twitter.com/6mRGvJtSYP
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) December 15, 2022