მამუკა მდინარაძე: საზოგადოებას აინტერესებს ევროინტეგრაციის პროცესი, ეკონომიკური ზრდა, ესენი კი ცდილობენ, რომ ვილაპარაკოთ იმაზე, რამდენი გოიმი ლიდერი ეყოლება „ნაცმოძრაობას“

“საზოგადოებას აინტერესებს ევროინტეგრაციის პროცესი, ის ავტობანები, რომლებიც იხსნება, ეკონომიკური ზრდა, სავალუტო ფონდის პროგნოზი – ესენი ცდილობენ, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ რამდენი გოიმი ლიდერი ეყოლება “ნაცმოძრაობას” და რომელი მოუგებს სისულელეების კეთებაში”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საინტერესოა ეკონომიკა, ეროვნული ინტერესების, ეროვნული იდენტობის გაფრთხილება, ეკლესიისა და ქართული იდენტობის დაცვა.

„მათ აქვთ უმძიმესი კრიზისი შიგნით პარტიაში, ვინ იქნება ხელმძღვანელი, ამასთან დაკავშირებით აქვთ პრობლემები. ფავორიტები არიან მელია, მუმლაძე და ხაბეიშვილი, წარმოიდგინეთ, რა დღეში არიან და ამის გადაფარვას ცდილობენ ამ რაღაც არასერიოზული განცხადებებით, რაც საინტერესო საზოგადოებისთვის არ არის. საზოგადოებას აინტერესებს ევროინტეგრაციის პროცესი, ის ავტობანები, რომლებიც იხსნება, ეკონომიკური ზრდა, სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომ, როგორც იქნა, საქართველოს გაუჩნდა შანსი,  2027 წელს 10 000 დოლარს გადასცდეს მშპ და სამის წლის თავზე გადასცდეს 15 000 დოლარს, რაც ევროპულ მაჩვენებელს უახლოვდება და საზოგადოების კეთილდღეობას გარანტირებულად უზრუნველყოფს. ეს აინტერესებს საზოგადოებას და ესენი ცდილობენ, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ რამდენი გოიმი ლიდერი ეყოლება “ნაცმოძრაობას” და რომელი მოუგებს სისულელეების კეთებაში. ეს არ არის საინტერესო, საინტერესოა ეკონომიკა, ეროვნული ინტერესების, ეროვნული იდენტობის გაფრთხილება, ეკლესიის დაცვა, ქართული იდენტობის დაცვა როგორც წარსული და ისტორიის, რომელსაც ესენი მტრობენ, ჩვენი შვილების ბედი აინტერესებს ყველას. ესენი კი დღის წესრიგად გვთავაზობენ, მიხეილ სააკაშვილმა რა ისიმულირა, მერე კადრები რატომ გამოვუქვეყნეთ, როგორ ესვრის ნივთებს თავში ექიმებს და ეს როგორ იკადრეთო, ამის გამოქვეყნებაო“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები