თეა წულუკიანი: რეზოლუციის თანახმად, თურმე, სააკაშვილს თავზე ხელი უნდა გადავუსვათ და დავსაჯოთ ივანიშვილი, ეს სახარხაროა და ვერ აღვიქვამ სერიოზულად

“სააკაშვილის ხელისუფლების დროს ნაწამები, განადგურებული და არაერთი გარდაცვლილი ადამიანი ვიცით, თურმე, ამ ადამიანს, რეზოლუციის თანახმად, თავზე ხელი უნდა გადავუსვათ და სამაგიეროდ, დავსაჯოთ ბიძინა ივანიშვილი, ეს სახარხაროა და ვერ აღვიქვამ სერიოზულად”, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეზოლუცია საქართველოში ევროპარლამენტის რეპუტაციას ძალიან მძიმე ზიანს აყენებს.

„ყველამ ვიცით, რომ ევროპარლამენტში რეზოლუციის ინიციატორი და ავტორი გახლავთ დეპუტატი მიქსერი. მიქსერმაც კი თავისივე შექმნილ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. ამ ტექსტში შევიდა ისეთი ცვლილებები კუბილიუსის და კიდევ სხვა მსგავსი უპასუხისმგებლო დეპუტატების მხრიდან, რომ თავად მიქსერმა მხარი არ დაუჭირა თავისივე ტექსტს. უპრეცედენტო ფაქტი შედგა. არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი, ჩვენთვის ამ რეზოლუციას აქვს ჩალის ფასი. უფრო მეტიც, მე ამ რეზოლუციას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, რადგან ეს არის რეზოლუცია, რომელიც ამბობს – თურმე საქართველომ თავზე ხელი უნდა გადაუსვას კრიმინალ სააკაშვილს. სააკაშვილის ხელისუფლების დროს ნაწამები, განადგურებული და არაერთი გარდაცვლილი ადამიანი ვიცით. თურმე, ამ ადამიანს, რეზოლუციის თანახმად, თავზე ხელი უნდა გადავუსვათ და სამაგიეროდ, დავსაჯოთ ბიძინა ივანიშვილი. ეს სახარხაროა და ვერ აღვიქვამ სერიოზულად. ეს რეზოლუცია საქართველოში ევროპარლამენტის რეპუტაციას ძალიან მძიმე ზიანს აყენებს, გარდა იმისა, რომ სამწუხაროა, უბრალოდ არავითარი ფასი და წონა არ აქვს ჩვენს თვალში“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები