დონეცკის საოკუპაციო ხელისუფლების მტკიცებით, დილით ქალაქი “გრადიდან” დაიბომბა.
ამის შესახებ რუსული მედია ალექსეი კულემზინზე დაყრდნობით წერს, რომელიც დონეცკს 2014 წლიდან აკონტროლებს.
კულემზინმა თავის “ტელეგრამში” დაწერა, რომ ეს იყო ყველაზე “მასიური იერიში 2014 წლის შემდეგ” და გამოაქვეყნა, სავარაუდო, ნგრევის ფოტოები.
უკრაინის ხელისუფლებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
კულემზინმა რუსული ტელეარხის ეთერში თქვა, რომ იერიშის შედეგად 5 ადამიანია დაშავებული, მათ შორის მისი თქმით, 2012 წელს დაბადებული ბავშვია.