არჩილ თალაკვაძე: ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვართ, ამიტომ არის ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება და დაცულია ადამიანების უფლებები
ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვართ, ამიტომ არის ამ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება, იმიტომ არის ადამიანების უფლებები დაცული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ევრომთავრობა ამბობს, რომ საქართველოს პროგრესი აქვს და რეკომენდაციების შესრულებაც დადებითად შეაფასეს.
„ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვართ, ამიტომ არის ამ ქვეყანაში ეკონომიკური განვითარება, იმიტომ არის ადამიანების უფლებები დაცული, იმიტომ გვაქვს 4-ის ნაცვლად 20 ტელევიზია, რომელსაც მაშინდელივით 1 პოლიტიკოსი არ მართავს.
დღეს ევროპარლამენტში ანგარიშის კენჭისყრაც ჩატარდა, ვინც ეს ანგარიში წარადგინა ინიცირება გაუკეთა რეზოლუციასა და ანგარიშს, თვითონ ამ ადამიანმა სვენ მიქსერმა ხმა არ მისცა, ასევე 200-მა დეპუტატმა მხარი არ დაუჭირა მაგ რეზოლუციას.
ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც დგანან და ეუბნებიან ხალხს, რომ სააკაშვილი თურმე არის დემოკრატიის შუქურა, გვარამია არის თავისუფალი მედიის ფლაგმანი და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართულები დანაშაულებრივ პოლიტიკაში – ესენი თურმე არიან მომავლის პოლიტიკოსები. ვისაც სიმართლე აინტერესებს, იმას ჩვენ ვარწმუნებთ და ყველამ იცის აქ რაც ხდება და ვისთან გვაქვს საქმე.
ევრომთავრობა ამბობს, რომ საქართველოს პროგრესი აქვსო, რეკომენდაციების შესრულებაც დადებითად შეფასდა და პირდაპირი განცხადებები გაკეთდა, რომ საქართველო გახდება კანდიდატი და ბოლოს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.