ირაკლი ჩიხლაძე: კადრები, რომლებიც ვიხილე, არის ამაზრზენი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება

“კადრები, რომლებიც ვიხილე, არის ამაზრზენი და კატეგორიულად მიუღებელი ჩემთვის. აუცილებლად ვიმსჯელებთ და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება”, – ასე ეხმაურება “ტვ იმედის” საინფორმაციოს უფროსი, ირაკლი ჩიხლაძე კლინიკა “ვივამედთან” მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც “იმედის” ოპერატორმა “მთავარი არხის” ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ხელი ჰკრა, შემდეგ კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

“კადრები, რომლებიც ვიხილე, არის ამაზრზენი და კატეგორიულად მიუღებელი ჩემთვის. ძალადობის არცერთ ფორმას გამართლება არ აქვს და ვერანაირად ვერ წაახალისებს ვერავინ. ხელის კვრაზე არანაკლებ მძიმე სანახავი და მოსასმენი იყო გინება და შეურაცხყოფა. აუცილებლად ვიმსჯელებთ და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ვწუხვარ და ძალიან მიმძიმს”, – წერს ჩიხლაძე.

მომხდარზე კომენტარი გააკეთა “იმედის,, ოპერატორმაც. ის დანაშაულს აღიარებს და ბოდიშს იხდის.

“ძალიან ვწუხვარ „ვივამედთან“ მომხდარი ფაქტის გამო. 20 წელია, რაც ამ საქმეს ვემსახურები და მსგავსი შემთხვევა არასდროს მქონია. ადგილზე ტელევიზიები ვმუშაობდით პირდაპირი ეთერის რეჟიმში, რა დროსაც, ,,მთავარი არხის,, ჟურნალისტის ჩართვის გამო, ხელი შეგვეშალა მუშაობის პროცესში. ყველა ვეუბნებოდით, კადრიდან გაწეულიყო. ამის შემდეგ მინდოდა უბრალოდ გვერდით გამეწია, ვერ მოვზოვე და ხელი ვკარი. პირდაპირი ეთერის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ ძალიან უხეშად გამომივიდა და კიდევ ერთხელ ვწუხვარ ამის გამო. რაც შეეხება უკვე კადრს მიღმა განვითარებულ მოვლენებს, ამაზე თავის მართლებას ვერ დავიწყებ და ბოდიშს ვიხდი კიდევ ერთხელ”, – ამბობს ნიკოლოზ წეველიძე.

ტელეკომპანია “იმედის” ოპერატორმა “მთავარი არხის” ჟურნალისტ ნატალი ჯახუტაშვილს პირდაპირი ჩართვის დროს ხელი ჰკრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები