კიევში და კიევის რეგიონში საჰაერო განგაში შეწყდა, ჩამოგდებულია 13 დრონი (ფოტო)

კიევსა და კიევის რეგიონში საჰაერო განგაში შეწყდა, სისტემა 3 საათის განმავლობაში მუშაობდა.

ბოლო მონაცემით, კიევის თავზე 13 კამიკაძე დრონია ჩამოგდებული.

იერიშის შედეგად, მსხვერპლი არ არის.

უკრაინის საჰაერო ძალებში განაცხადეს, რომ ოკუპანტებმა დღევანდელი იერიშის დროს დრონები აზოვის ზღვიდან გაუშვეს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, კიევის ​შევჩენკოვსკის რაიონში ორი ადმინისტრაციული შენობა დაზიანდა, ხოლო კიევის რეგიონში – კერძო სახლი და მანქანა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები