ვიტკევიჩის პიესების წარდგენა გაიმართება

15 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართება სტანისლავ იგნაცი ვიტკევიჩის წიგნის (პიესები; ესსე) წარდგენა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წარდგენის შემდეგ, წიგნის მთარგმნელი, ქეთი ქანთარია სტუდენტებს საჩუქრად გადასცემს წიგნებს.
წიგნი გამოსცა მთარგმნელების გამომცემლობამ,  სერიაში – Giedroyc Series.
წიგნი გამოიცა პოლონეთის წიგნის ისტიტუტისა და თბილისში პოლონური ინსტიტუტის მხარდაჭერით.
,„კრეგთან, ბრეხტთან, არტოსთან და მეიერხოლდთან ერთად, თანამედროვე თეატრს კიდევ ორი წინაპარი ჰყავს, გერტრუდ სტაინი და სტანისლავ იგნაცი ვიტკევიჩი. ვიტკევიჩი თეატრში მხატვრობიდან მოვიდა. პოსტდრამატული თეატრის წინაისტორია მოიცავს კონცეფციებს, რომლებიც თეატრზე, სცენას და ტექსტს, ისე მოიაზრებს, როგორც პეიზაჟს (სტაინი) ან როგორც კონსტრუქციას, რომელიც რეალობის დეფორმაციას ახდენს (ვიტკევიჩი). ორივე კონცეფცია თეორიად დარჩა, ყოველ შემთხვევაში – თეატრისთვის. ვიტკევიჩმა ჩამოაყალიბა თეორია, რომელსაც მისი საკუთარი პიესები მხოლოდ ნაწილობრივ შეესაბამებოდა. ორივე კონცეფცია ეწინააღმდეგება თეატრის ხელოვნების დინამიკური დროის ასპექტს. მათი ინოვაციური პოტენციალი მხოლოდ რეტროსპექტულად გამოვლინდა. თავის ტექსტში ,,ახალი ფორმები მხატვრობაში”, ვიტკევიჩი ამტკიცებს, რომ „წმინდა ფორმის“ თეატრი ფორმალური ელემენტების აბსოლუტური კონსტრუქციაა და არა რეალობის მიმეზისი. მხოლოდ ასეა შესაძლებელი მისი მეტაფიზიკურობა.”
– ჰანს-თის ლემანი, „პოსტდრამატული თეატრი“, – ნათქვამია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მის: რუსთაველის გამზ. №19.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები