ბექა დავითულიანი – ოპოზიციაზე: როდის არ იყვნენ რადიკალიზმში?! – გზაც დამილოცავს, აკეთონ, რაც სურთ
“რა არის საჭირო ერთი მსჯავრდებული პატიმრის პირობების შესაქმნელად, ამას გადაწყვეტს სასამართლო. მე არც გადავწყვეტ და არც მაინტერესებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.
„ოპოზიციის მუქარას, რომ რადიკალიზმში გადავლენ – როდის არ იყვნენ რადიკალიზმში? გზაც დამილოცავს, აკეთონ, რაც სურთ. ამდენი წელია, ამას აკეთებენ და ვერაფერი მიიღეს, კიდევ 2 თვეც ავიტანთ – ახალ წელს თუ ქუჩაში დგომა ურჩევნიათ ნაძვის ხესთან დგომას, იდგნენ“, – აღნიშნა დავითულიანმა.