ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ნათია ტყემალაძისა და ნამილ გასანოვის წიგნების წარდგენა გაიმართა

ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) ორი წიგნის წარდგენა გაიმართა: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის კურსდამთავრებულების, ნათია ტყემალაძის – „ოპოზიციურ წყვილთა ლექსიკონის“ და ნამილ გასანოვის წიგნის – „ფრაზეოლოგიური გამოთქმები აზერბაიჯანულში ქართულთან მიმართებით“.
„GAU თითოეული კურსდამთავრებულის მხარდამჭერია!
ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს GAUელების წარმატებული, მდგრადი და დინამიკური პროფესიული განვითარებისთვის.
ამ პროცესის კვალდაკვალ, GAU-ში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის კურსდამთავრებულების ნათია ტყემალაძისა – „ოპოზიციურ წყვილთა ლექსიკონი“ და ნამილ გასანოვის წიგნის – „ფრაზეოლოგიური გამოთქმები აზერბაიჯანულში ქართულთან მიმართებით“ – პრეზენტაციებს ვუმასპინძლეთ.
ღონისძიების მთავარი ნაწილი დაეთმო, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლის ლექტორებისა და დამსწრე საზოგადოების მიერ, პრეზენტაციაზე წარმოდგენილი წიგნების განხილვასა და შეფასებას.
ნაშრომების გამოცემა სრულად დააფინანსა ქართულ-ამერიკულმა უნივერსიტეტმა, – აღნიშნულია GAU-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები