CNN : თეთრი სახლი უკრაინისთვის Patriot-ის სისტემების გადასაცემად ემზადება

The Army test fires a Patriot missile in a recent test. The Patriot missile system is a ground-based, mobile missile defense interceptor deployed by the United States to detect, track and engage unmanned aerial vehicles, cruise missiles, and short-range and tactical ballistic missiles. Patriot, along with other missile defense systems, are included in the Army Air and Missile Defense 2028, which provides the Army???s overarching vision for the AMD force, describes how the AMD force is postured to support the Army and joint forces, and articulates what must be accomplished to achieve the 2028 desired end state of preventing and defeating adversary air and missile attacks through a combination of deterrence, active and passive defense, and support to attack operations. (U.S. Army photo)

თეთრი სახლი უკრაინისთვის Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადასაცემად ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ამერიკელი ოფიციალური პირების და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინაში Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნისთვის მოსამზადებელ გეგმებს ამთავრებს, რის შესახებაც შესაძლოა, ამ კვირაში გახდეს ცნობილი.

პენტაგონის მიერ შემუშავებული გეგმა, ჯერ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა უნდა დაადასტუროს, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება. როგორც სამმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, ასეთი ხელმოწერა მოსალოდნელია.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი Patriot-ის სისტემა იქნება გაგზავნილი უკრაინაში, თუმცა მოსალოდნელია, რომ პენტაგონისა და თეთრი სახლის მიერ გეგმის შეთანხმების შემდეგ, საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინისთვის უმოკლეს ვადაში იქნება მიწოდებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები