უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს მიკროფინანსური დახმარების გადაცემას ევროკავშირის ყველა ქვეყანამ მხარი დაუჭირა

ევროკავშირის 27-ვე წევრმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს ოდენობის მიკროფინანსური დახმარების გადაცემას.

უკრაინული მედიის ცნობით, ქვეყანა 2023 წელს ევროკავშირისგან ყოველთვიურად 1,5 მილიარდ ევროს მიიღებს.

„ამ წლის განმავლობაში ევროკავშირმა, წევრმა სახელმწიფოებმა და მისმა საფინანსო დაწესებულებებმა 19 მლრდ ევროზე მეტი გაიღეს. მომავალი წლისთვის ძალიან კარგი ამბები მაქვს. გუშინ საღამოს მოვახერხეთ უკრაინისთვის 18 მილიარდ ევროზე შეთანხმება, 1.5 მილიარდი ევრო ყოველთვიურად“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა  ფონ დერ ლაიენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები