ევროპარლამენტში, ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, 1.5 მილიონი ევრო ამოიღეს
ევროპარლამენტში, ანტიკორუფციული გამოძიების ფარგლებში, 1.5 მილიონი ევრო ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური გამოცემა Le Soir-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილის, პიერ ანტონიო პანცერის ბინიდან პოლიციამ 600 000 ევრო ამოიღო.
გარდა ამისა, 150 ათასი ევრო ევროპარლამენტარის ბინაში, ხოლო 750 ათასი ევრო ბრიუსელის ერთ-ერთ სასტუმროში აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, რომ 10 დეკემბერს ბერძენი ევროდეპუტატი და ევროპარლამენტის ვიცე-სპიკერი ევა კაილი ბელგიის პოლიციამ დააკავა. მას ბრალი ედება ქრთამის აღებაში, ფულის გათეთრებასა და დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობაში.