„ოფიციალურმა კიევმა ახალი „რეალობა“ უნდა მიიღოს“ – კრემლმა უარი თქვა ზელენსკის სამშვიდობო წინადადებაზე, რომელიც უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას ითვალისწინებს

რუსეთმა უარყო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო წინადადება, რომელიც უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას ითვალისწინებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

როგორც კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, ოფიციალურმა კიევმა ახალი ტერიტორიული „რეალობა“ უნდა მიიღოს.

მისი თქმით, ახალი რეალობა მოიცავს რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის „ახალ სუბიექტებად“ აღიარებას – ანექსირებას, რომლის შესახებაც მათ სექტემბერში განაცხადეს, თუმცა გაეროს ქვეყნების უმეტესობამ აღნიშნული გადაწყვეტილება დაგმო და მას უკანონო უწოდა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთს აგრესიაზე უარის თქმისკენ და საშობაოდ უკრაინიდან რუსული ძალების გაყვანისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები