“ნაცმოძრაობის” თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაცია დასრულდა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა ამოიწურა.
კანდიდატებად დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდნენ ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და პარტიის ყოფილი წევრი, ნონა მამულაშვილი.
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების თარიღად 28-29 იანვარი განისაზღვრა. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებმა 11 დეკემბერს, პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მიიღეს. პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ე.წ. ბლოკჩეინის სისტემით ჩატარდება.