მიხეილ სარჯველაძე: ყველაფერს გავაკეთებთ, რათა სახალხო დამცველის არჩევის პროცესი შედეგიანი იყო
“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროცესი შედეგიანი იყო. ამისთვის ღირს დროის და ენერგიის დახარჯვა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველის არჩევის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა, სახალხო დამცველის პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა და ამიტომ სწორი კანდიდატურის შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„მთავარია, ყველა ღონე ვიხმაროთ იმისთვის, რომ პროცესი შედეგიანი აღმოჩნდეს. ეს მართლაც მნიშვნელოვანია და ამ მნიშვნელობას განაპირობებს ის, რომ ეს 12 რეკომენდაციას შორის ერთ-ერთია, თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენთვის სახალხო დამცველის არჩევას თავისთავად აქვს მნიშვნელობა. მარტო ასე ვერ შევხედავთ საკითხს, რომ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთის შესრულებაა მთავარი და ერთადერთი ამოცანა. სახალხო დამცველი ისედაც ძალიან მნიშვნელოვანი თანამდებობაა და ამიტომ სწორი კანდიდატურის შერჩევას მაინც განსაკუთრებული მნიშვნელოვანი იქნებოდა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პროცესი შედეგიანი იყო. ამისთვის ღირს დროის და ენერგიის დახარჯვა და თუ არ გამოვიდა, მოგვიწევს ახალ პროცედურის დაწყება. თუმცა, ეს უნდა იყოს საკითხის ყველაზე უკიდურესი გადაწყვეტა“, – განაცხადა სარჯველაძემ.