ხაშურში მატარებელმა მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

ხაშურში, სარკინიგზო მაგისტრალზე, ფოთი-თბილისის მატარებელმა 68 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა, რა დროსაც მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ 275 მუხლის მესამე ნაწილით, რომელიც რკინიგზის ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები