ესპანეთი უკრაინას ელექტროგადამცემი ქსელების შესაკეთებლად აღჭურვილობის დიდ პაკეტს გადასცემს
ესპანეთი უკრაინას ელექტრო ქსელის აღსადგენად 160-ზე მეტ აღჭურვილობას გადასცემს.
ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
საგარეო საქმეთა სამინისტრო კომპანია Red Electric-თან ერთად, “უკრენერგოს” ქვესადგურებისთვის, სულ 163 ცალ აღჭურვილობას გადასცემს.
დახმარების შესახებ პარიზში მიმდინარე კონფერენციიდან გახდა ცნობილი.
Red Electric უზრუნველყოფს სულ 135 სხვადასხვა ტიპის ტრანსფორმატორს და სხვა სპეციფიკურ აღჭურვილბას.
მანამდე, ნოემბერში, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ხოსე მანუელ ალბარესის კიევში ვიზიტის დროს გახდა ცნობილი 14 გენერატორის მიწოდების შესახებ.