კახეთში მომხდარმა ავარიამ მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა

კახეთში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. ავარია ახმეტის რაიონის სოფელ ჩაბინაანის ხიდზე მოხდა. მოტოციკლის მძღოლმა, რომელიც არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა.
დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მამაკაცი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. გარდაცვლილს ექპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები