გია ვოლსკი: ანა ფოტიგას განცხადებები პოლიტიკურად მიკერძოებულია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ ბრიფინგს გამოეხმაურა.
“ევროპარლამენტარების განცხადებები მნიშვნელოვანწილად არის მიკერძოებული… ამჯერად, ფოტიგას განცხადებას ვგულისხმობ, ეჭვს იწვევს ობიექტურობიდან გამომდინარე, აბსოლუტურად პოლიტიკურად მიკერძოებულია და გარკვეულწილად ლოგიკიდან გამომდინარეც”, – განაცხადა ვოლსკიმ.