ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონში შესატან ცვლილებას მხარი დაუჭირა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.
როგორც ერთ-ერთმა ინიციატორმა, ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, საკითხი სხვადასხვა სუბიექტების მიერ საავტორო უფლების ფლობის ობიექტების გამოყენებას ეხება.
„როდესაც ინტელექტუალური საკუთრების უფლების დარღვევა მოხდება, ინტელექტუალური საკუთრების მფლობელს უფლება ექნება მიმართოს უფლების დამრღვევს და უფლების დამრღვევი ვალდებული იქნება ორკვირიან ვადაში აუნაზღაუროს უფლების მფლობელისთვის მისაღებ ფულად ანაზღაურებაზე 10 %-ით მეტი”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება.