ოლივერ ვარჰეი: ელექტროენერგიის პროექტი ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება
“პირველ ყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ კრიზისები წარმოქმნის ახალ შესაძლებლობებს და გვინდა, ეს ახალი შესაძლებლობები გამოვიყენოთ. ელექტროენერგიის პროექტი ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება”, – ამის შესახებ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის პროექტის გეგმა მნიშვნელოვანია არამარტო აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის.
„ევროპა მოწყვლადია, როდესაც საქმე ეხება ენერგორესურსებით მომარაგებას და ამ დროს სამხრეთ კავკასიის რეგიონს შეუძლია მწვანე ენერგიის მიწოდება ევროპისთვის. ეს შეამცირებს ჩვენ დაუცველობას. ამ პროექტით ვამცირებთ რეგიონის დაუცველობას, რადგან რეგიონს პირდაპირ ვაკავშირებთ, რასაც ვუწოდებთ მთავარ ინფრასტრუქტურას. ჩვენ შეგვიძლია, ერთმანეთს დავეხმაროთ და ეკონომიკური და საინვესტიციო 17-მილიარდიანი გეგმის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილის დაკავშირებადობა. ჩვენ გვინდა შავი ზღვის დაკავშირებადობის გაზრდა და არა მხოლოდ ენერგორესურსებთან მიმართებით, არამედ ვგულისხმობთ ინტერნეტსაც, ტრანსპორტსაც. გვჭირდება ახალი ინვესტიციები, ახალი მარშრუტები და ეს ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნებს და ევროკავშირს“, – განაცხადა ვარჰეიმ.