არჩილ თალაკვაძე: ჩვენი მიზანია, სახალხო დამცველის თანამდებობაზე შევარჩიოთ ისეთი ადამიანი, რომელიც იქნება კომპეტენტური, თავისი სფეროს პროფესიონალი და დამოუკიდებელი
“ჩვენი მიზანია, სახალხო დამცველის თანამდებობაზე შევარჩიოთ ისეთი ადამიანი, რომელიც იქნება კომპეტენტური, თავისი სფეროს პროფესიონალი და დამოუკიდებელი, რათა მაქსიმალურად დაიცვას ყველა ჩვენი მოქალაქე”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ომბუდსმენის შერჩევა კონსენსუსით მოხდეს.
„თავიდანვე დავგეგმეთ პროცესი და გამოვხატეთ მზადყოფნა, რათა ახალი ომბუდსმენის შერჩევა მოხდეს მაქსიმალური კონსენსუსით და შეთანხმებით. ჩვენი მიზანია, ამ თანამდებობაზე შევარჩიოთ ისეთი ადამიანი, რომელიც იქნება კომპეტენტური, თავისი სფეროს პროფესიონალი და ამავე დროს, დამოუკიდებელი, რათა მაქსიმალურად დაიცვას ყველა ჩვენი მოქალაქე“, – განაცხადა თალაკვაძემ.