გომბორთან ხანძარი ლოკალიზებულია

 სამსათიანი მუშაობის შემდეგ, გომბორთან ხანძარი ლოკალიზებულია- ამის შესახებ „კვირას“ თბილისის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა სააგენტოდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, 4-5 ჰექტარ ფართობზე შერეულ ტყის მასივს ხანძარი გაუჩნდა. ცეცხლის გამომწვევი მიზეზები უცნობია. ხანძრის ჩასაქრობად რესპუბლიკურ საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად თბილისის საგანგებო და გადაუდებელ სიტუაციათა სააგენტოს მეხანძრეების 5 ბრიგადა იბრძოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები