საქართველოს ხუთ რეგიონში IT ტრენინგები გაიმართება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი და სსიპ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ კასრაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და ორგანიზაცია StrategEast – ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს შემდგომი თანამშრომლობის მიმართულებები, რომლებიც მოიცავს IT HUB -ის პროგრამის ფარგლებში, საწყის ეტაპზე, საქართველოს ხუთ რეგიონში IT ტრენინგების პროექტის განხორციელებას. ტრენინგებს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, StrategEast – ი ჩაატარებს. აღინიშნა, რომ პროგრამა ამ ეტაპზე საქართველოს 5 რეგიონში განხორციელდება და საერთო ჯამში 200-მდე ახალგაზრდა გადამზადდება, რომლებიც მიიღებენ განათლებას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს IT მიმართულებით, შემდგომ კი დასაქმდებიან სხვადასხვა კომპანიაში. პროგრამა ჩატარდება საქართველოსა და აზერბაიჯანში.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა და StrategEast – ს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები