კიდევ ერთი მასშტაბური ხანძარი რუსეთში – იწვის მსხვილი ქარხანა
ქალაქ ბარნაულში, ალთაის საბურავების ქარხანაში ხანძარია.
რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძარი ერთ-ერთ საწარმოო შენობაში გაჩნდა.
ხანძრის ქრობაში ასზე მეტი ადამიანი და სახანძრო მატარებელია ჩართული.
ცეცხლი ათასამდე კვ/მ-ზეა გავრცელებული.
ცნობილია, რომ თავდაპირველად ხანძარი საბურავების ქარხნის ერთ-ერთ სახელოსნოში გაჩნდა, თუმცა, მალევე ოთხსართულიან შენობას მოედო.
საწარმო Nortec-ის ბრენდის ქვეშ საბურავებს აწარმოებს.
დღეს, გამთენიისას მოსკოვის ოლქში სავაჭრო ცენტრში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად შენობა თითქმის მთლიანად დაიწვა. შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.