რა შედის დახმარების ახალ პაკეტში, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს

აშშ უკრაინას 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს.

როგორც Reuters-ი წერს, აღჭურვილობა, რომელსაც უკრაინა მიიღებს, ხელს შეუწყობს მისი საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და მტრის დრონებისგან თავდაცვას.

ამასთან, გამოცემის წყაროები არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის აღჭურვილობაზეა საუბარი.

კიევისთვის ახალი დახმარების გადაცემის შესახებ დღეს, 9 დეკემბერს გახდება ცნობილი.

აღნიშნულია, რომ შეიარაღების ნუსხაში შედის HIMARS-ისთვის რაკეტები, 155 მმ-იანი საბრძოლო მასალები, სამხედრო მანქანები – Humvee და გენერატორები.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა დახმარების ახალი პაკეტის კომენტირებაზე უარი თქვა, რადგან მისი ნომენკლატურა და მოცულობა მხოლოდ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ შესაბამის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ გახდება ცნობილი.

7 დეკემბერს აშშ-ის სენატმა 2023 წლის თავდაცვის რეკორდული ბიუჯეტი დაამტკიცა, რომლის ჯამური თანხა 847,3 მილიარდი დოლარია, აქედან 800 მილიონი უკრაინისთვის ინება განკუთვნილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები