აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას იცავს

აშშ-ის კონგრესმა დაამტკიცა კანონი, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინებას იცავს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღნიშნული კანონმდებლობა ერთსქესიანთა ქორწინების ფედერალურ აღიარებას ითვალისწინებს.

მას კონგრესის ქვედა პალატაში 258 მხარდამჭერი და 169 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

კანონპროექტი გასულ თვეში სენატმა დაამტკიცა, ახლა კი ის ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გადაეგზავნება.

ახალი კანონმდებლობა საშუალებას მისცემს აშშ-ის ფედერალურ მთავრობასა და შტატებს, აღიაროს ერთსქესიანთა ქორწინება თუ ის იმ შტატებში გაფორმდა, სადაც მსგავსი ქორწინება ლეგალურია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები