ISW: პუტინი რუსეთს ხანგრძლივი იმპერიალისტური ომისთვის ამზადებს

ომის შესწავლის ამერიკულმა ინსტიტუტმა (ISW) რუსეთის ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გამოსვლა გააანალიზა.

პუტინმა თქვა, რომ ​„სპეციალური ოპერაცია ხანგრძლივი პროცესია“ და მისი შედეგი უნდა იყოს ახალი ტერიტორიების დაკავება.

„პუტინმა პარალელები გაავლო საკუთარ თავსა და რუსეთის მეფე პეტრე I-ს შორის და აღნიშნა, რომ ახლა რუსეთი აკონტროლებს აზოვის ზღვას, რომლისთვისაც პეტრე დიდიც იბრძოდა. რუსეთის იმპერიული ისტორიის ხსენება ღიად აყალიბებს პუტინის ამჟამინდელ მიზნებს უკრაინაში, როგორც აშკარად იმპერიალისტურ და ჯერ კიდევ მაქსიმალისტურს. პუტინი რუსულ შიდა აუდიტორიას უკრაინაში ხანგრძლივი, დამღლელი ომისთვის ამზადებს, რომელიც საჭიროა უკრაინის ახალი ტერიტორიების ხელში ჩაგდებისთვის“, – ამბობენ ამერიკელი ექსპერტები.

გარდა ამისა, ISW ყურადღებას ამახვილებს, ბოლო სამი კვირის განმავლობაში პირველად, უკრაინაში ირანული დრონების გამოყენებაზე.

„რუსულმა ძალებმა, სავარაუდოდ, დრონების მოდიფიცირება მოახდინეს ცივ ამინდში გამოსაყენებლად და, სავარაუდოდ, უახლოეს კვირებში მათ უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დასარტყმელად გამოიყენებენ“, – წერენ ISW-ის ექსპერტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები