სავაჭრო პალატამ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში კონფერენცია – „კრეატიული გადაწყვეტილებები, გამოწვევების დროს“ გამართა

საქართველოს სავაჭრო პალატამ ევროკავშირის პროექტის ფარგლებში კონფერენცია „კრეატიული გადაწყვეტილებები, გამოწვევების დროს“ გამართა.

ღონისძიება, მისასალმებელი სიტყვით პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ გახსნა. მონაწილეებს ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელმა დომინიკ პაპენჰაიმმა მიმართეს.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს კერძო კომპანიებმა, ბიზნესის მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა და ექსპერტებმა ლიეტუვიდან, ესტონეთიდან, სომხეთიდან, ბულგარეთიდან და საქართველოდან.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიებისთვის იმ შესაძლებლობების გაცნობა, რომელიც მათ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარებათ.

გარდა ამისა, ევროკავშირის წარმომადგენლებმა 2023 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს.

კონფერენცია ევროკავშირის პროექტის: „EU4Business: Connecting Companies“ ფარგლებში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები