აკაკი მინაშილი: მსგავსი განცხადებები პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებაა
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის ნინო კობახიძისა და ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებებს „ნაციონალურ მოძრაობაში“ შეფასებები მოჰყვა.
როგორც უმცირესობის წევრი აკაკი მინაშილი აცხადებს, ეს განცხადებები პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებაა.
„ნაციონალური მოძრობის“ წევრი ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის კახა თარგამაძეზე მოქალაქეობის მინიჭების საკითხსაც გამოეხმაურა. ის პრეზიდენტს მოუწოდებს, რომ თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობა არ მიანიჭოს.
„ბუნებრივია ეს კიდევ ერთხელ არის პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინება. ჩვენ ვნახეთ მარგველაშილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ქმედებები, რასაც მთავრობა ახორციელებს კანონის დარღვევაა. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო პრეზიდენტ მარგველაშვილს, არ ჩაიდინოს ის ქმედება, რაც საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება და არ მიანიჭოს მოქალაქეობა კახა თარგამაძეს. მის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, მოხდება თუ არა თარგამაძისთვის მოქალაქეობის მინიჭება“, – განაცხადა აკაკი მინაშვილმა.