„ძაღლის გული“ – დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის თეატრისა და თავისუფალი თეატრის ერთობლივი სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის თეატრისა და თავისუფალი თეატრის ერთობლივი სპექტაკლის – „ძაღლის გულის“ პრემიერა გაიმართა.
პრემიერას, რომელიც თავისუფალ თეატრში შედგა, საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე დაესწრო.
რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ სპექტაკლი „ძაღლის გული“ მიხეილ ბულგაკოვის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგა. სცენური ვერსიის ავტორია ნინია სადღობელაშვილი.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ დმანისისა და თავისუფალი თეატრის მსახიობები: თიკო კორძაძე, კახა მიქიაშვილი, გიორგი გიორგიძე, ლიზა რუხაძე, მამუკა მუმლაძე, ოთო ლასხიშვილი. მხატვარია თეო კუხიანიძე, ქორეოგრაფი – გიორგი ბარბაქაძე, მუსიკალური გაფორმება ანი მურღულიას ეკუთვნის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები