პეკინის მოსახლეობას დღეიდან სუპერმარკეტებში, ოფისებსა და აეროპორტებში COVID-ზე უარყოფითი ტესტის წარდგენის გარეშე მოხვედრის უფლება აქვთ.
„პეკინი ცხოვრებისთვის ისევ ემზადება“, – ასეთი სათაურით გამოვიდა დღეს სახელმწიფო გაზეთი – China Daily. გამოცემა აღნიშნავს, რომ ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებას ხალხი „ნელ-ნელა ეგუება“.
პანდემიის დაწყებიდან სამი წლის თავზე, ჩინეთის ხელისუფლებამ ყველაზე მკაცრი შეზღუდვები შეარბილა.
დღეიდან აღარ არის აუცილებელი ტესტის წარდგენა არც რკინიგზის სადგურზე და არც მეტროთი მგზავრობისას. ასევე, ორივე აეროპორტმა, მოულოდნელად, ტერმინალში მოსახვედრად საბუთების წარდგენის მოთხოვნა გააუქმა.
Reuters-ის ინფორმაციით, 7 დეკემბერს კიდევ 10 შეზღუდვების გაუქმების შესახებ გახდება ცნობილი, რაც ნოემბერში საპროტესტო აქციის ტალღის შედეგია.
ამასთანავე, 5 ნოემბრის მდგომარეობით, კორონავირუსისგან ჩინეთში სულ 5235 ადამიანი დაიღუპა, თუმცა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ თუ შეზღუდვების მოხსნა დაჩქარდება, რიცხვმა შესაძლოა, მილიონსაც მიაღწიოს.