ბერლინში „ქართული ღვინის კვირეული“ გაიმართა

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში, ბერლინში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე 10 მცირე მარნის ქართული ღვინოების დეგუსტაცია ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ღვინის ბარის „საამური“ ორგანიზებით გაიმართა, – ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებებზე წარმოდგენილი იყო ის ღვინოები, რომლებიც დღეისათვის გერმანიის ღვინის ბაზარზე არ იყიდება.

კვირეულის ფარგლებში, ქართულ ღვინოსთან ერთად, წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო, ჩატარდა ლექცია-სემინარი ქართული ღვინის 8000-წლიანი ტრადიციის შესახებ.

ადგილობრივი ღვინის ექსპერტების შეფასებით, თავისი უნიკალურობიდან და მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ქართულ ღვინოს გერმანიის ბაზარზე დიდი პოტენციალი გააჩნია.

ბერლინში გამართული „ქართული ღვინის კვირეული“ მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას ბუნებრივი ღვინოების მოყვარულთა წრეში, ქვევრის ღვინის მწარმოებლებს დაეხმარება სავაჭრო პარტნიორების მოძიებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები