ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის ქვეყნები ერთი ბარელი რუსული ნავთობის 60 დოლარად შესყიდვის ზღვარზე შეთანხმდნენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება „დიდი შვიდეულის“ (G7) ინიციატივას, რათა შეამცირონ ნავთობის გაყიდვებიდან შემოსავალი და შეასუსტონ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაფინანსების შესაძლებლობა.

მედიის ცნობით, ელჩებმა რამდენიმე დღე გაატარეს ინტენსიურ დებატებში იმის შესახებ, თუ რამდენად მაღალი ან დაბალი უნდა იყოს ფასის ლიმიტი.

პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მიიღეს მკაცრი პოზიცია და იმოქმედეს მკაცრი ლიმიტისკენ, რაც ბარელზე 30 დოლარს გულისხმობდა, ხოლო საბერძნეთმა, კვიპროსმა და მალტამ, რომელთა შიდა გადაზიდვების ინდუსტრია მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსული ნავთობის საერთაშორისო ტრანსპორტირებაში, 70-დოლარიანი ზღვარი მოითხოვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები