მიხეილ ყაველაშვილი: „ნაციონალური მოძრაობის“ მაგალითებზე, უნივერსიტეტებში უნდა ისწავლებოდეს, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და ოპოზიცია

ალბათ, სამომავლოდ, უნივერსიტეტებში შესაძლებლობა იქნება, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნა შეისწავლონ – თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფლება და შემდეგ – ოპოზიცია, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მიხეილ ყაველაშვილმა „პოსტივის“ ეთერში, „დიდ გადაცემაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მოწინააღმდეგე ძალებთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

„წარმოიდგინეთ, რა სიმახინჯესთან გვაქვს საქმე – დღემდე ამ ტექნოლოგიას მიჰყვებიან – საზოგადოება ტყუილებით შეჰყავთ შეცდომაში; თითქოს, ოპოზიცია წამებულია და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში რაიმეს აფერხებს. ამიტომაც ისმის სპეკულაციები დეოლიგარქიზაციაზე და ა.შ. ამ საშინელებებთან ბრძოლა არ მორჩენილა. ეს ქართველი ხალხის ღირსების საკითხია!“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები