უკრაინელების გარკვეულ კატეგორიას ოკუპანტების მიერ განადგურებულ ქონებაზე სესხები ჩამოეწერებათ – ვის შეეხება შეღავათი

უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი “ომის დროს დაზიანებული ან განადგურებული საცხოვრებლისა და მანქანებისთვის სესხების ჩამოწერის შესახებ”.

როგორც დოკუმენტის ტექსტშია აღნიშნული, ბინის ფართობი, რომელზეც სესხის ჩამოწერა მოხდება, არ უნდა აღემატებოდეს 140 კვადრატულ მეტრს, ხოლო სახლის – 250 კვ.მ. ამასთან, აღნიშნული საცხოვრებელი მსესხებლის ერთადერთი თავშესაფარი უნდა იყოს.

მანქანის სესხი ჩამოიწერება, თუ განადგურებული ავტომობილი, 23 თებერვლის მდგომარეობით, იყო ერთადერთი მსესხებლის ოჯახში, მისი ძრავის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 2500-ს, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების ვადაგადაცილება არ უნდა იყოს 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში.

ასევე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე სესხებზე გადახდების შეწყვეტა დასაშვებია, თუ ქონება მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ან აქტიური საომარი მოქმედებების ტერიტორიაზე.

სესხის ჩამოწერის შესახებ განაცხადის გაკეთება შესაძლებელია საომარი მდგომარეობის პერიოდში, პლუს სამი თვის განმავლობაში მისი შეწყვეტის დღიდან. მსესხებლებმა უნდა წარადგინონ კრედიტის დამადასტურებელი დოკუმენტები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები